ეკრანები
LED სარეკლამო ეკრანი არის ფიზიკური რეკლამის ყველაზე მოქნილი ალტერნატივა. მონიტორი, სადაც შეგიძლია გამოიტანო ნებისმიერი გამოსახულება, ფოტო, ვიდეო, მოძრავი გრაფიკები და ეს ყველაფერი წამებში გააკეთო. მოკლედ რომ ვთქვათ, სრულად თქვენზეა კონტროლი.
ეკრანი შეგიძლია გამოიყენო უამრავი მიზნით: ბრენდის კომუნიკაციისთვის, რეკლამისთვის, PR და CSR მიზნებისთვის, შეთავაზებების გამოსატანად. ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო გამოსახულება, რაც სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის თარგეთირებისთვის იდეალურია.
გაკლია ხილვადობა, ყურადღება, გამორჩეულობა, სტატუსი? მაშინ ეკრანი დაგემხარება. ის დღეს შესაძლებლობაა, რომელსაც შეუძლია თქვენი ბრენდი ახალ სიმაღლეზე აიყვანოს.
ეკრანები ძირითადად ორი ტიპად იყოფა, გარე და შიდა მოხმარების:
გარე მოხმარების ეკრანები წყალგამძლეა და ნებისმიერი ამინდისთვისაა გათვლილი. მისი გარე ფასადზე სწორად ინტეგრირებით შეგიძლიათ უფრო სოლიდური, გამორჩეული და მიმზიდველი გახდეთ. ფსიქოლოგიური ფაქტია, მოძრავი ობიექტები ყურადღებას უკეთ იპყრობს, რაც თქვენი ბრენდისკენ ყურადღებას მაშინვე მიიპყრობს. მოქნილობით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნით შეგიძლიათ შეცვალოთ გამოსახულება.
შიდა მოხმარების ეკრანი კი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ინტერიერის გასალამაზებლად, ასევე შიდა შეთავაზებების წარმოსადგენად. საბანკეტო სივრცეში ან საკონფერენციო დარბაზში მას უფრო მეტი დატვირთვა აქვს და კრეატიულობის ახალ შესაძლებლობას ქმნის.
ობიექტის ჰედერი პირველი ესაუბრება მომხმარებელს, ამიტომ ის უნდა იყოს ისეთი, როგორსაც იმსახურებთ.
რაზე ამბობს ბიზნესი უარს ეკრანზე უარის თქმით?
ბრენდი კარგავს გამორჩეულობის უნიკალურ შესაძლებლობას, გარე და შიდა სივრცის აუთვისებლობას. მოქნილობას გარე რეკლამირებაში. ასევე სტატუსს, რადგან ინოვაციური და ძვირია, შესაბამისად ბაზარზე ბევრს არ აქვს.
ამიტომ თუ არ გინდათ გამვლელმა მომხმარებელმა პირველი კონკურენტს შეხედოს და ამით პოტენციური ლიდი დაკარგოთ, დაგვიკავშირდით და ერთად ავარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო გარე რეკლამა.
დაგვიკავშირდით:




