ჩვენ შესახებ
“სპეცელი” სარეკლამო კომპანიაა, რომელიც გეგმავს და ამზადებს ყველა სახის ფიზიკურ რეკლამას: დაწყებული ლაითბოქსებიდან დამთავრებული LED სარეკლამო ეკრანამდე. 2006 წლიდან უამრავი პროექტის ავტორია და დღესაც თამამად აგრძელებს მოღვაწეობას.
მისია
დავეხმაროთ ბიზნესებს საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენაში, მომხმარებლებსა და სამყაროზე კვალის დატოვებაში.
გვჯერა, თითოეული ადამიანი, ბიზნესი, შემოქმედება უნიკალურია. მიგვაჩნია, რომ ყველამ უნდა დატოვოს სამყაროზე დადებითი კვალი, საკუთარი ისტორია, მისაბაძი მაგალითი, სიკეთე.. ამის გვჯერა და გვინდა ყველა ჩვენი პარტნიორი შთავაგონოთ, დავეხმაროთ ამაში.
ჩვენი მიზანია თითოეული პროექტით საკუთარი წვლილი შვეიტანოთ სამყაროს განვითარებაში. პარტნიორებმა, რომლებიც გვენდნენ, მიაღწიონ მთავარს, დატოვონ დადებითი კვალი მომხმარებლისა და სამყაროზე.
არა უბრალოდ რეკლამა, არამაედ სტატუსი, გამორჩეულობა, თვითგამოხატულება.
რით გამოვირჩევით?
უპირველესი რამ, რაც გამოგვარჩევს სხვებისგან არის პარტნიორებთან სიახლოვე. კლინეტებს ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს. მათ არ განვიხილავთ, როგორც მორიგ კლიენტს, არამედ სრულად ვაცნობიერებთ მდგომარეობას, საჭიროებებს და შესაბამისად ვმოქმედებთ. ისინი იღებენ საუკეთესო მომსახურებას ინდუსტრიაში.
ვართ მეამბოხე და ძლიერი გადაწყვეტილების მიმღები, ვცდილობთ ყოველთვის ვნახოთ გამოსავალი და არ ვუშინდებით გამოწვევებს, რაც თავისთავად ყველაზე უსაფრთხო არჩევნად გვაქცევს.
არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, დანაპირებს აუცილებლად ვასრულებთ და მცირე დეტალებსაც გულისყურით ვაწყობთ.
ეს ღირებულებები და კონკურენტული უპირატესობა ჩვენი 18-წლიანი გამოცდილების შედგია. გვიმუშავია უამრავ კომპლექსურ პროექტზე და 800-ზე მეტი დიდი თუ პატარა რეკლამა შეგვისრულებია. ჩვენი შესრულებული პრექტები შეგიძლიათ ნახოთ სპეცელის პორტფოლიოში.
ფიზიკური რეკლამა, გარე თუ შიდა, მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ის სწორ კომპანიას უნდა ანდოთ. არა შემსრულებელს, არამედ პარტნიორს, რომელიც საუკეთესოდ წარმოგაჩენთ, უნაკლოდ მოგემსახურებათ და არანაირ პრობლემას არ დაგიტოვებთ.
თუ ბიზნესისთვის სწორ პარტნიორს ეძებთ, დაგვიკავშირდით.
მზადვართ წვლილი შევიტანოთ თქვენი ისტორიის წერის პროცესში.
პატივისცემით,
სპეცელი.







