ბეჭდური რეკლამა
ბეჭდური რეკლამა მარკეტინგის კლასიკური ინსტრუმენტია, რომელსაც იაფად და სწრაფად შეუძლია გადმოიტანოს ბიზნესის სათქმელი მატერიალურ ფორმაში. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება გაციფრულდა, ადამიანებს მაინც ყველაფერთან ხელით შეხება გვიყვარს. შესაბამისად ბეჭდურ რეკლამას ძალა არც ახლა დაუკარგავს.
შესაძლო ვარიანტები
პოსტერები
ბანერები
ბადესტიკერები
ფლაერები
კატალოგები
მენიუები
რა ფორმა აქვს მას და რისთვის გჭირდებათ?
პოსტერები და ბანერები: დიდი ზომის ვიზუალები, რომლებიც ქუჩაში თუ შენობაში შორიდანვე იპყრობს ყურადღებას.
ფლაერები: იდეალურია ფასდაკლებებისა და სიახლეებისა სწრაფად გასავრცელებლად.
კატალოგები და მენიუები: თქვენი პროდუქციის პრეზენტაცია, რომელიც კლიენტს არჩევანის პროცესს უმარტივებს.
ბეჭდური რეკლამა აქტიურად გამოიყენება ბიზნესებში და ის ბრენდინგის ერთ-ერთი დამხმარე ასპექტია. პირველ რიგში ის ყველაზე იაფი ფიზიკური რეკლამაა. მისი სწორი ინტეგრაცია და დიზაინის საერთო ბრენდინგთან დაკავშირებაც აუცილებელია, რათა არ გამოვიწვიოთ მომხმარებლის დაბნეულობა. ბეჭდური მედია პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის აღქმასთან და გვაძლევს საშუალებას დაბალი დანახარჯით მივიღოთ ხარისხიანი კომუნიკაცია.
რას კარგავთ მასზე უარის თქმით?
უბრალოდ ქრებით რეალური, ფიზიკური სამყაროდან. ბიზნესი ხდება მხოლოდ ვირტუალური, კარგავს ავტორიტეტს და ოფლაინ სივრცეს მთლიანად უთმობს კონკურენტებს, რომლებიც არ ერიდებიან მომხმარებელთან პირისპირ შეხვედრას.
ბიზნესი, რომელსაც ფიზიკური ლოკაცია აქვს, წარმოუდგენელია ფიზიკური რეკლამის გარეშე, ხოლო ამ პროცესში ბეჭდური რეკლამა აუცილებელი ფაქტორია. ჩვენ ვიცით როგორ შევქმნათ სწორი ბეჭდური რეკლამა. დაგვიკავშირდი და დეტალები ერთად გავიაროთ.
სპეცელში იქმნება რეკლამა, რომელიც წლების მანძილზე ბრენდის ღირსეული ამბასადორია.
დაგვიკავშირდით: